მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში – სააკაშვილი(ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი ენდიაი–ს კვლევის შედეგებს ვიდეო სელფით ეხმაურება. კვლევის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის 39 %–ს აქვს, ივანიშვილის მიმართ კი 49%–ს. დადებითი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ დადებითი გაწყობა 26%–ს შეადგენს, ივანიშვილის მიმართ კი დადებითი განწყობა 17 პროცენტია. სააკაშვილი საკუთარ მიღწევებზე საუბრობს და უკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება პოპულარობაში.