„მიმდინარეობს ჟურნალისტების ტოტალური ცენზურა და კონტროლი“ – ზალიკო უდუმაშვილ

“ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და სწორედ ამ რეჟიმის შედეგია ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება”-  აჭარის ტელევიზიაში დაწყებულ საკადრო წმენდას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმაურებიან. ზალიკო უდუმაშვილი აცხადედებს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და ჟურნალისტების კონტროლი .

“მთელი ქვეყანა მომსწრეა, ბოლო 8 წლის განმავლობაში როგორ მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ავისუფალი მედიის წნააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ დახურული ტელევიზიები და დღემდე მიმდინარეობს დევნა და მათ პატიმრობით ემუქრებიან. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და სწორედ ამ რეჟიმის შედეგია ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება. ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი ხნის ბრძოლის შედეგად ხელისუფლებამ შეძლო და იქ დანიშნა ის დირექტორი, რომელიც შეასრულებს მხოლოდდამხოლოდ ხელისუფლების დავალებებს. ამას მოჰყვა იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. გუშინ ვიხილეთ, რომ ეთერიდან მოხსნეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ახლა ჯერი იმ ჟურნალისტებზეა, რომლებიც საკუთარი გმირობის ფასად იბრძოდნენ, რომ შეენარჩუნებინათ პროფესიული ღირსება. მე მინდა თითოეულ მათგან მადლობა გადავუხადო. “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მათ სრულ მხარდაჭრას. გუშინ ერთ-ერთმა ჟურნალიტმა ძალიან სწორად შეაფასა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები, მან თქვა, რომ აჭარის ტელევიზიაში 37 წელია. დიაახ, სწორედ ასეა. მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და კონტროლი. მერწმუნეთ ეს ყველაფერი მალე დასრულდება” – აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.