“მიმიფურთხებია თქვენი ტელევიზიისთვის. მომიკითხეთ გვარამია”- ლადო ბედუკაძე

 

ლადო ბედუკაძის დაკითხვა პოლიციაში 3 სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ ლადო ბედუკიძე ორჯერ სცემეს, ის ამტკიცებს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. ბედუკიძეს თქმით მისი ცემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუკვეთა და მას ქვეყანაში სხვა მტერი არ ჰყავს.

“სხვა მტერი ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. წამებული დედა, სამი წელია ჩივის, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს და მე თქვენი ბინძური ტელევიზიის აზრი არ მაინტერესებს. მიმიფურთხებია თქვენი ტელევიზიისთვის. მომიკითხეთ გვარამია,”-განაცხადა ბედუკაძემ.