მძიმე კადრები გუგუტიანთკარიდან – ატირებული ხალხი შველას ითხოვს. მოსახლეობა იძულებულია წლების წინ აშენებული სახლები აგურ-აგურ დაშალოს, რადგან მათი კერძო საკუთრება, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა.საოკუპაციო ხაზთან ახლა ემოციურად ისეთი მძიმე მდგომარეობაა, აცრემლებული გუგუთიანთკარელები უყურებენ ბაღებს, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ მათი იყო.
„სულს ვღაფავთ… ნაბიჯი არ გაადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს და ვეღარ ვითმენ, ეს ბოღმები მახრჩობს… სიკვდილი მინდა, მინდოდა დამეჯანჯღარებინა, ან მოვმკვდარიყავი, ესროლათ, იქნებ ამით საქართველო გადარჩეს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში პირველად არ არიან და 2013 წელს მავთულხალართებით მისი სახლი შუაზე გაყვეს. მაშინაც ადგილზე იმყოფეოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„2013 წლის მარტის თვეში გაავლეს მავთულხალართები ჩემს სახლთან, მაშინაც ასე, 11 ქვეყნის ელჩი იყო ჩამოსული, ყველას აინტერესებდა, ყველა მეკითხებოდა, გასაუბრება უნდოდა, რა ხდება, რა ამბავია, რატომაა ასე, როგორ შედიხარ, ასეთი შემთხვევა არ არსებობს მსოფლიოში, რომ სახლი შუაზე გაყვეს, მავთულხლართები ახლაც ყრია. გავიდა 7 წელიწადი, იგივე მეორდება, ისევ ელჩები, დი0პლომატები, მთავრობის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ისევ ისეა, ერთი ამბავია“, – განაცხადა გუგუთიანკარში მცხოვრებმა.
ამ ფონზე კი დუმს პრეზიდენტი. ქვეყნის პირველ პირს განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. სალომე ზურაბიშვილი კამერების წინ არ ჩნდება.ამ დრომდე გუგუტიანთკარში ერთადერთი მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა, ისიც გუშინ გვიან საღამოს, რაც ოპოზიციამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მთელი მთავრობა და თქვა, რომ უნიათოები არიანციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.