მიტევების კვირაა და არ მინდა რადიკალური განცხადებები გავაკეთო- ვოლსკი ოპოზიციაზე

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ოპოზიციის საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიტევების კვირაში მძიმე განცხადებების გაკეთება არ სურს.

,,დღეს მიტევების კვირაა და არ მინდა რადიკალური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ კი ბატონო, შეთანხმდნენ და არჩევნებმა გვაჩვენოს ვის უჭერს საზოგადოება მხარს”,- ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, ,,მთავარმა არხმა” გაასაჯაროვა ინფორმაცია დეპუტატების შესახებ, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის სახელით თბილისში იყრიან კენჭს.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილიც და განაცხადა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ,,მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა”.