მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, ნათქვამია- შოთაძე ოპოზიციაზე

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა პერფორმანსის გამო გააკრიტიკა, რომლის დროსაც ისინი ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და დეპუტატებს იმ პატიმრების სია დაურიგეს, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარებაზე და შემდგომ გამოეხატათ კრიტიკული პოზიცია, რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. მსგავსი ქმედებებით, თვითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, ნათქვამია, ეს არის ჩემი პოზიცია იმაზე, რაც მოხდა”,- ამბობს შოთაძე.

ამ დროისთვის მას იურიდიული კომიტეტზე სხდომაზე უსმენენ.