„მოგზაური მერი“- გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

„მოგზაური მერი“, – „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ამ წარწერით  ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას  ქალაქის მერიასთან ვარსკვლავი გაუხსნა.

წულაიას განმარტებით, ვარსკვლავი ქუთაისის მერს, როგორც სახელოვან მოგზაურს გაუხსნა.

წულაიას განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

„ სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობითაც ყველაზე რთული ვითარებაა ამ ქალაქში. ამ დროს, ქალაქის მერი დადიოდეს ექსკურსიებზე და ამდენ ფულს ხარჯავდეს, უტიფრობაა“, – განუცხადა წულაიამ ჟურნალისტებს.