მოლაპარაკებებზე მყოფ რომელიმე პარტიაში მერაბიშვილის ყოფნა არავითარ პრობლემას არ შექმნის- შავგულიძე

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის თქმით, იმ პარტიის მოლაპარაკებებზე ყოფნა, რომელშიც შესაძლოა მერაბიშვილი გაწევრიანდეს, არავითარ პრობლემას და დისონანსს არ შექმნის.

,,თუ მერაბიშვილი გაწევრიანდება რომელიმე პარტიაში და ის პარტია წარმოდგენილი იქნება ამ მაგიდაზე, არავითარ დისონანსს, არავითარ პრობლემას, ამ მაგიდის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს არ შექმნის”, – ამბობ შავგულიძე.

მან კომენტარი მმართველ ძალასთან შეხვედრასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ჯერ არ დაკავშირებიან, თუმცა ოპოზიციის ინფორმირების გარეშე ,,ოცნებას” არ შეხვდებიან. 

თავისუფალი დემოკრატებმა” დღეს განაცხადეს, რომ არ იქნებიან კოალიციაში იმ ძალასთან, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იქნება, ანუ, ისინი შეწყვეტენ თანამშრომლობას ,,ევროპულ საქართველოსთან” , თუ მისი წევრი ვანო მერაბიშვილი გახდება.