ზოგი კარით გადის, ზოგი ღობეზე ძვრება- მოსკოვის საავადმყოფოს უფროსი კორონავირუსით ინფიცირებულებს მოუწოდებს, ნუ გარბიან

მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს უფროსი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი ჰოსპიტალიდან გაიქცა.

დენის პროტსენკო აცხადებს, რომ ინფიცირებული 86 პაციენტის მდგომარეობა არ არის სერიოზული, თუმცა მათგან რამდენიმე ,,ტრიალდება და მიდის”.

,,ზოგი კარიდან გადის, ზოგი ღობეზე ძვრება. როცა ჰოსპიტალში ბრუნდებიან, ამბობენ რომ თავს კარგად გრძნობენ და ამიტომ გარბიან. ჩვენ ვეუბნებით, რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი თავს კარგად გრძნობენ, არიან ბიოლოგიური იარაღივით მოხუცი თაობისთვის”,- ამბობს BBC-სთან პროტსენკო.

ამჟამად რუსეთში COVID 19-ით 199 პაციენტია ინფიცირებული, 1 კი გარდაიცვალა.