მსახიობ რევაზ ნასიძეს გირაო შეეფარდა

{{ARTICLEIMAGE}}

ექიმის ჯანმრთელობის განხზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მსახიობ რევაზ ნასიძეს 5-ათას ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დაეკისრა. დღევანდელ პროცესზე ნასიძის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროცესი ნასიძის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ნაცვლად კლინიკაში გაიმართა.

გამოძიების ინფორმაციით, რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის, ბრალდებული საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით აგრძელებს მკურნალობას. მას ბრალი 8 იანვარს წაუყენეს.

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის დედა, თამარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, მანამდე- ჰაიმორიტიც და ის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანა. დედის განმარტებით, ნასიძემ საავადმყოფოში არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის, მორფიუმი მოითხოვა, რის შემდეგაც ექიმმა ჩათვალა, რომ პაციენტი ნარკომანი იყო და ამის შემდეგ დაიწყო შელაპარაკება. 

“მთავარი ექიმი ამბობს, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაჟეჟილობები აქვს – საოცარია, როგორ უნდა მიეღო დაჟეჟილობები, დაწოლილი პაციენტის ხელის მოქმევით, რომელიც არ ამდგარა. ეს ინციდენტი რამდენიმე წამში ამოიწურა“, ამბობს თამარ ნიშნიანიძე.