მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით, მუშები კორპუსის გარე ფასადზე სამუშაოებს ასრულებდნენ.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.