მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

კორონავირუსით ინცირებული მსოფლიოს მასშტაბით 100 333 ადამიანია. ამ დროისთვის 3408 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 56 ათასი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში გუშინ ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანობაში 9 ადამიანია დაავადებული. კარანტინის რეჟიმში 142 ადამიანი იმყოფება, 45 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

იტალიასთან, სადაც 148 ადამიანია გარდაცვლილი, დღეს მთავრობამ პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ფრენები შეჩერებულია ირანთან და ჩინეთთანაც.