“მთავარი არხი” ეთერში გასვლას ვერ ახერხებს

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელევიზიისსაინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო გაურკვეველი მიზეზების გამო გაითიშა, რის გამოც ახალი ამბების ეთერში გაშვებას ვერ ახერხებენ.

“დაუდგენელი მიზეზების გამო, გაითიშა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო, რის გამოც ვერ ვახერხებთ ახალი ამბების გამოშვებების ეთერში გაშვებას. ტექნიკური სამსახური ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას.” – წერს ნოდარ მელაძე.