მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში მისვლისგან თავი შეიკავონ

მინდა ყველას მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიურობეში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა, რამდენიმე განცხადება გავაკეთო საზოგადოების საყურადღებოდ. იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი, იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები მუნიციპალიტეტებში, ასევე სანოტარო ბიუროები ემსახურებიან დღეში 30 ათასზე მეტ მოქალაქეს. მინდა, მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რამე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრებისტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსისპრევენციაში“, – განაცხადა წულუკიანმა.