მთავრობის კანცელარიაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი დაიგეგმა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში  კორონავირუსის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო  სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სხვა მინისტრებიც ესწრებიან.

კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგს  ეკატერინე ტიკარაძე მას შემდეგ გამართავს,რაც პრემიერ გახარიასთან შეხვედრა დასრულდება.