“მთავრობის კრიტიკის დრო მოვა, როცა ერთად დავამარცხებთ პანდემიას“– მარგველაშვილის მიმართვა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფეისბუქ გვერდზე მოწოდებას აქვეყნებს:

“- მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
– მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
– მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!“– წერს გიორგი მარგველაშვილი.