მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება ( ფოტოები )

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ავტობუსები და მეტროპოლიტენი ყოველდღიურად სპეციალური საშუალებებით იწმინდება.

მუნიციპალურ ტრანსპორტში საპროფილაქტიკო ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ერთად გაეცნო.