მუშაობდა თუ არა ტრამპი მოსკოვზე

New York Times–ის სტატია ფედერალური ბიუროს გამოძიების შესახებ{{ARTICLEIMAGE}}


თეთრმა სახლმა სასტიკად გააკრიტიკა გაზეთ New York Times –ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამოწმებდა, ხომ არ მუშაობდა დონალდ ტრამპი საიდუმლოდ მოსკოვზე.

ფედერალური ბიუროს თანამშრომლები 2017 წლის მაისში ტრამპის ქცევამ დააეჭვა, როცა მან ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ფეთქებადსაშიში გამოძიება

New York Times –ის ცნობით გამოძიების მიზეზი საკმაოდ ფეთქებად საშიში იყო. კონტრდაზვერვას უნდა გადაეწყვიტა, წარმოადგენდა თუ არა საფრთხეს დონალდ ტრამპის ქმედებები ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის.

გაზეთის ცნობით კონტრდაზვერვის თანამშრომლები ცდილობდნენ განესაზღვრათ, ტრამპი გაცნობიერებულად მუშაობდა რუსეთზე თუ მოსკოვის გავლენის ქვეშ უნებურად მოექცა.

როგორც გაზეთი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ტრამპის რუსეთთან კავშირმა დააეჭვა, თუმცა გამძიების დაწყებას აჭინურებდნენ, რადგან ვერ ჩამოყალიბდნენ, როგორ ეწარმოებინათ ასეთი მაშტაბური და საფრთხილო ძიება.

თუმცა პრეზიდენტის ქმედებებმა 2017 წელს კომის მოხსნამდე და მოხსნის შემდეგ კონტრდაზვერვას გამოძიების დაწყებისკენ უბიძგა. განსაკუთრებით იმან, რომ ტრამპმა კომის მოხსნა არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას დაუკავშირა.

თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთ გამოძიებისთვის საფუძველი არ არსებობდა.

“ო, ახლახანს გავიგე ხელმოცარული ნიუ იორკ თაიმსიდან, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს უსინდისო ყოფილმა ხელმძღვანელებმა, რომელთაგან თითქმის ყველა მოხსნილი იქნა თანამდებობიდან ან ძალიან ცუდი მიზეზებით მოუწიათ სააგენტოდან წასვლა, ჩემს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს – მიზეზების და მტკიცებულებების გარეშე, მას შემდეგ, რაც მატყუარა ჯეიმს კომი გავუშვი სამსახურიდან, სრული არარაობა!“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერის გვერდზე.


“ეს აბსურდია“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა.– ჯეიმს კომი იმიტომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ უსაქმური იყო, მისი მოადგილე ენდრიუ მაკკეიბი კი ცნობილი მატყუარა, რომელიც თვითონ ბიურომ გაათავისუფლა – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. პრეზიდენტ ობამასგან განსხვავებით, რომელიც რუსეთს და სხვა უცხოელ მოწინააღმდეგეებს უფლებას აძლევდა ამერიკა დაეკნინებინათ, ტრამპი რუსეთთან მკაცრად იქცევა.“

2016 წელს ამერიკის სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა და სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბები გაავრცელა დონალდ ტრამპის შანსების გაზრდისა და მისი კონკურენტის, ჰილარი კლინტონისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

რას იძიებდა გამოძიების ფედერალური ბიურო

New York Times წერს, რომ გამოძიების საფუძველი გარდა კონტრდაზვერვის პირდაპირი ინტერესებისა სისხლის სამართლებრივი ასპექტიც იყო, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ტრამპის გადაწყვეტილებას კომის გათავისუფლების შესახებ. გამოძიება ცდილობდა დაედგინა, ხომ არ ცდილობდა ტრამპი ამ გზით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას.

კონგრესის მოსმენებზე ბიუროს ყოფილი დირექტორი, სკომის განცხადებით ტრამპმა უთხრა, რომ მისგან ერთგულებას ელოდა და შეეცადა ეიძულებინა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ გამოძიება შეეწყვიტა.
2017 წელს ფლინმა აღიარა, რომ იცრუა, როცა აშშ–ში ამერიკის ელჩთან თავის კონტაქტების შესახებ ისაუბრა.

რა ბედი ელის გამოძიებას.


გაზეთი ამტკიცებს, რომ ფედერალური ბიუროს გამოძიების შედეგები გამოყენებულ იქნება უფრო მაშტაბური გამოძიებისთვის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მიზნით ტრამპის კამპანიის წარმომადგენლბის კრემლთან შესაძლო შეთქმულებასთან დაკაშვირებით.

ამ გამოძიებას სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს. ის ამ თანამდებობაზე კომის გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში დაინიშნა.

ტრამპი კატეგორიულად უარყოფს რუსეთთან რაიმე სახის შეთქმულებას და მიულერის გამოძიებას “მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობას უწოდებს.

ამის მიუხედავად გამოძიების ფარგლებში სასამართლოს წინაშე ტრამპის რამდენიმე თანამებრძოლი წარსდგა.

ტრამპის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს სამი წელი მიუსაჯეს საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევებისა და თაღლითობისათვის.

საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს კი 10 წლიანი ციხე ემუქრება რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთ – საბანკო თაღლითობისა და გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე კი შესალოა შვიდწლიანი ციხე მიესაჯოს.

გაზეთ New York Times –ის ინფორმაციით უცნობი რჩება, დასრულდა თუ არა გამოძიების ის ნაწილი, რომელსაც კონტრდაზვერვა აწარმოებდა.

სტატაში გაზეთი სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ წარმომადგენლებს და სხვა პირებს ეყრდნობა, რომლებსაც ამ გამოძიებასთან ქონდათ კავშირი და მასალებზე მიუწვდებოდათ ხელი, მათ შორის ფედერალური ბიუროს ყოფილი მთავარი იურისტკონსულტის, ადვოკატ ჯეიმს ბეიკერის ჩვენებაზე.