ნაცები ახრჩობდნენ ქვეყანას და ბიძინამ გამოსტაცა კლანჭებიდან- ნუკრი ქანთარია

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას ახრჩობდა, ბიძინა ივანიშვილმა კი ხელიდან გამოგლიჯა.

მისი თქმით, ,,ნაცები” ძალაუფლების გარეშე ვერ არსებობენ.

,,ნაცების პრობლემა ის არის, რომ საკუთარ თავს ქვეყანასთან აიგივებენ. ისინი ახრჩობდნენ ქვეყანას და ბიძინამ გამოსტაცა კლანჭებიდან. ახლა ძალუფლების გარეშე დარჩენილები, ქართულ სინამდვილეში ვერ არსებობენ, რადგან ძალაუფლებაა მათი ჟანგბადი და ანაკონდას აბრალებენ, გვახრჩობსო. როცა ხალხს ახრჩობდით, მაშინ ხომ სუნთქვადით თავისუფლად, ახლა როცა ქვეყანა თავისუფლად სუნთაქვს, თქვენ იხრჩობით? – კი ბატონო, ბიძინას დამსახურებით!”,- წერს საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე ქანთარია.