ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაჭირვებით მოიგო

{{ARTICLEIMAGE}}ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგში მე-20 ადგილზეა, მსოფლიოს 137-ე ჩოგანი 5 სეტში დაამარცხა – 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3. მატჩი, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა (2:57) ძალიან დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზმა პირველი სეტში ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, თუმცა ერთი ბრეიკის აღება მოახერხა.

სამაგიეროდ, მეორე სეტმა ქართველი ჩოგბურთელის სრული დომინაციით ჩაიარა. მესამე სეტი ქართველისთვის ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ პირველივე გეიმში აიღო ბრეიკი, მაშინვე დათმო მოპოვებული უპირატესობა და იტალიელს დაწინაურების საშუალება მისცა. მეოთხე და მეხუთე სეტებში კი ბასილაშვილმა მაქსიმალურად მოინდომა, იტალიელმაც უმატა შეცდომებს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკამ ბოლო ორ სეტშიც თითოჯერ წააგო საკუთარ მოწოდებაზე. თუმცა, როგორც დასაწყისშიც ვთქვით, კარგია, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

1/16 ფინალში ბასილაშვილს გაცილებით სერიოზული მეტოქე ელოდება – ეს არის ბერძენი სტეფანოს ციციპასი, რომელიც მსოფლიოს მე-15 ჩოგანია. მას ავსტრალიის მიმდინარე ღია პირველობაზე ორივე მატჩი 4 სეტში აქვს მოგებული – პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის (54) მოუგო, ახლა კი 32 წლის სერბი ვიკტორ ტროიცკი (200) დაამარცხა.