ნიუ-იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქალაქის მერის განცხადებით, ასაგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ვირუსთან ბრძოლას უფრო მარტივად შეძლებენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის 95 შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.