ოკუპირებული სოფელ ბაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია (ვიდეო)

ოკუპირებული სოფელ ბაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ქაცარავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და ასევე აქვეყნებს საკუთარ გადაღებულ ვიდეოს.

“ხანძარიაოკუპირებული სოფელ ბაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.  ქარი და ცეცხლი ჩვენი კონტროლირებადი სოფლების, კნოლევი/ატოცის მიმართულებით მოიწევს. საკმაოდ შესამჩნევი დაკვამლიანებაა ატოცსა და კნოლევში.”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.