ომბუდსმენის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები დაიცვას გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი თეა წულუკიანის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მისი მოვალეობა არა გავლენიანი პირების დაცვა, არამედ მათგან სხვების დაცვაა.

„სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ, თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს. თუმცა, მე ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თეა წულუკიანმა ომბუდსმენს უთხრა, რომ ის არ არის ბიძინა ივანიშვილის დამცველი, როცა ლანძღავენ. ასევე, არ იცავს სხვა მინისტრებს, დეპუტატებსა და თანამდებობის პირებს.