ომის დროს სარკოზი კლოუნივით იქცეოდა-სააკაშვილი

„სარკოზი კლოუნივით იქცეოდა”-ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტის შესახებ გააკეთა.

სააკაშვილმა აგვისტოს ომის შესახებ უცხოელი ლიდერების როლზე ისაუბრა და ნიკოლას სარკოზის ქმედებები უარყოფითად შეაფასა.

“სარკოზი კლოუნივით იქცეოდა. ის ძალიან არაკომპეტენტური იყო. სარკოზის უკმაყოფილება ამერიკის მიმართ და აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ ის ამერიკელების ჩამოშორებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ მას მისია შეესრულებინა. სარკოზიმ, მოახერხა ის რომ ამერიკელები პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ასე ვთქვათ, რომ ამ მისიის პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა მეორე მხრივ ბევრი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა,ასევე მათთვის გარკვეულწლილად ლეგიტიმური როლის მინიჭება. სარკოზის ქმედების ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მას ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაავიწყდა. მან ის მისტრალებში გაცვალა-განაცხადა სააკაშვილმა.