ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ლეიბორისტული პარტიის ” ოფისში მივიდა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

“მინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი ხნის ნანატრ გზაში, რომ ბოლოს და ბოლოს, არჩევნები იყოს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა, ვუთხრა მადლობა და მივულოცო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.