პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინფექციის სიმპტომები არ ჰქონდათ-თენგიზ ცერცვაძე

„31 წლის ქალი, რომელიც ქართულ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც დიდი რისკი არ არის, თუმცა მას აღმოაჩნდა კორონავირუსი“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ შემთხვევაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ ვირუსს ახასიათებს ერთი თავისებურება – ის შეიძლება, დაიწყოს მსუბუქად, უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ამჟამად ინფექციურში სულ 34 პაციენტი იმყოფება.