პარლამენტის თანამშრომლები და დეპუტატები, რომლებიც მძაფრი სუნის გამო შეუძლოდ გახდნენ (ვიდეო)

დღეს პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენებაც დასჭირდა. 

შეგახსენებთ, რომ  მოძრაობა “სირცხვილია”-მ განაცხადა, რომ “პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს”. ორგანიზაციამ განაცხადა რომ ხსნარი ზოომაღაზიაში შეიძინეს და მას გვერდითი მოვლენები არ გააჩნია და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

{{VIDEO}}