“პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას”-ვატო წერეთელი სასამართლოში მივიდა

“ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მისი თქმით ის მაშინ უნდა დაკითხულიყო, სანამ ხაზარაძეს ბრალს წაუყენებდნენ.

“პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას. სამწუხაროდ ჯერ ადამიანებს წარუგინეს ბრალი და ეს არის სრული იდიოტიზმი.

ეხლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი, წარმოუდგენელი არის ის, რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში.”,- განაცხადა ვატო წერეთელმა.

წერეთელის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება 6 აგვისტოს გაავრცელა, თუმცა ვატო წერეთელმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე სასამართლოში მოითხოვა.

როგორც ცნობილია წერეთელი თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება. 

სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს.