“პრეტენზია აქვთ ფრესკებზეც”- სამოქალაქო აქტივისტი დავით გარეჯის შესახებ

“საფრთხე უკვე რეალურია, ხელისუფლება სამწუხაროდ დუმს”- სამოქალაქო აქტივისტი გოგიტა ბუხაიძე დავით გარეჯში არსებულ მდგომარეობაზე  აცხადებს, რომ საქმე მხოლოდ კონკრეტული მიწების მიტაცებას არ ეხება. ბუხაიძის აზრით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია.

“ეს ინფორმაცია ქვეყანამ გაიგო ბერების მეშვეობით და არა მესაზღვრეების მეშვეობით, მამა კირიონმა დარეკა საგარეო საქმეთა სამინისტროში”

ბუხაიძის თქმით, საქმე  სერიოზულადაა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას საფრთხე ემუქრება,რადგან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიის დასაკუთრებას 5 მაისს აპირებენ. სწორედ ამიტომ ის მოუწოდებს ყველას იბრძოლონ, დავით გარეჯის დასაცავად.