პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვაშინტონს დონალდ ტრამპთან შეხვედრის თხოვნით მიმართა: ვერ გეტყვით, რამდენად ეცლება ჩემთვის

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დღის წესრიგი, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ ამ შეხვედრამდე ქართული მხარე ამერიკის პრეზიდენტთან გამართავდა აუდიენციას, რომ ტრამპმა კარგად იცოდეს “ჩვენთვის მტკივნეული საკითხები”.

“თუ რეგიონის საკითხები, ჩვენი საკითხი იქნება დასმული რაიმე ფორმით ამ შეხვედრაზე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მანამდე გვქონდეს საშუალება, რომ შეხვედრა გაიმართოს პრეზიდენტ ტრამპთან, რომ კარგად იცოდეს, რა არის ყველაზე საფრთხილო ასეთ დისკუსიაში. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ვაშინგტონში შეტანილია თხოვნაც, რომ სამუშაო ვიზიტი გაიმართოს. რამდენად ეცლება ჩემთვის, ვერ გეტყვით”,განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკინფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის შედეგებს მიუძღვნა.