“ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, ამის ავთანდილ წერეთელის პროკურატურაშ დაბარებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ვატო წერეთელი აცხადებს, რომ პროცესის მიზანია, მისი ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა.
“სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა. P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. არ გამოვა. “ტვ პირველი“ არ იყიდება. თავისუფლება არ იცვლება“, – წერს ვატო წერეთელი.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სხდომის გამართვაზე. სხდომის 15:00 საათზეა ჩანიშნული.