პუტინი აპირებს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აპირებს, კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანოს. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი შესწორების თანახმად, კონსტიტუციაში უნდა გაიწეროს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა.

დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ცვლილებაა გაწერილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას გადაუგზავნა.

„ჩვენ ვსაუბრობთ სამართალმემკვიდრეობაზე, საუბარია პრეზიდენტის შესწორებაზე. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობაზე რუსეთის ფედერაციის ფარგლებში,“ -ამბობს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცვლილების შეტანა „საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნაზე პასუხია“.

პუტინი ასევე აპირებს, ქორწინება კონსტიტუციაში კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს.

„უნდა განვსაზღვროთ ზოგიერთი რამ: ქორწინება – ეს არის ქალსა და კაცს შორის კავშირი, ოჯახი კი ცოტათი სხვა რამაა,“ – განაცხადა პუტინმა 13 თებერვალს.

მისივე თქმით, სანამ ის პრეზიდენტია, რუსეთს არ ეყოლება ,,პირველი და მეორე” მშობელი.

„რაც შეეხება „მშობელ №1-სა“ და „მშობელ №2 – მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ჩვენ არ გვეყოლება „პირველი და მეორე“ მშობელი – არამედ გვეყოლება – დედა და მამა,“ – განაცხადა პუტინმა.