ქართველ სტუდენტებს უნდა დავუბრუნოთ არქეოლოგიის გემო – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არქეოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქართველ სტუდენტებს ,,არქეოლოგიის გემო დაუბრუნონ, რომელიც ჰქონდათ და დღეს შენელებულია”.

ზურაბიშვილმა შეხვედრაზე სამი ინიციატივა წარადგინა, რომლისთვისაც მუშაობას აპირებს: არქეოლოგიის მიმართ სტუდენტების ინტერესის და ჩართულობის გაზრდა, კონტაქტების გამოყენებით არქეოლოგიაში საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა და პრეზიდენტის სასახლეში უცხოეთში მოქმედი ქართველი არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის სივრცის გახსნა.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც არქეოლოგიის სფეროს განვითარების კუთხით პრეზიდენტის როლის გამოკვეთაზე იმუშავებს და გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება.