ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი წლის ბავშვი მოათავსეს, რომელიც საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ექიმის ინფორმაციით,  პაციენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

ანალიზები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და დღის ბოლოს გაირკვევა, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.