ქუთაისში ინოვაციების ფესტივალზე კოლბა აფეთქდა, არიან დაშავებულები

ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში ინოვაციებისა და მეცნიერებათა ფესტივალზე, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი ქიმიური ცდის დროს კოლბა აფეთქდა. ინფორმაცია ადგილობრივმა ტელევიზია თავდაპირველად მეგა TV-მ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, კოლბის დამსხვრევის შედეგად 5 მოსწავლე დაშავდა. მოსწავლეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს