ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება არ არის მეგობრობა- ზაზა პაპუაშვილი კონგრესმენებზე

,,ქართული ოცნების” წევრის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, კონგრესმენებს კრიტიკის უფლება აქვთ, თუმცა ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება მეგობრობა არ არის.

,,კონგრესმენს უფლება აქვს, თუმცა, თუ მეგობრები არიან…. ეს არ არის მეგობრული ტონი, ასეთი დამოკიდებულება, ასე ჩარევა, ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება, ეს არ არის მეგობრობა. ამიტომ, ჩაიხედონ საქმეში და საკუთარ თავს დაუსვან ასეთი კითხვა: ასეთი პერსონა [გიგი უგულავა], თანამდებობის პირი, რომელიც 50 მილიონს ფლანგავს, რეჟიმმა რომელმაც ხალხი დახოცა და ქვეყანა გააცამტვერა…”,- აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა დეკლარაციის ჩაგდების შემდეგ მმართველი გუნდის წევრები გააკრიტიკეს. მათ დოკუმენტში 10 ცვლილება შეიტანეს, რომელსაც ,,ქართული ოცნების” წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც დეკლარაცია ჩავარდა.