“არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან, მთავარია, რომ სიმართლე ითქვას”- დავით სარალიძე

მე წლებს არ ვითვლი, – ასე შეაფასა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი ზაზა სარალიძემ.

„ჩემი პასუხი იქნება, რომ მე წლებს არ ვითვლი. არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს, მთავარია სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

თუ რა პირობებით გაუფორმდა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.