რა ხდებოდა თვითმფრინავში, როდესაც კოსოვო-შვეიცარიის რეისი ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა {ვიდეო}

მგზავრმა, რომელიც კოსოვო-შვეიცარიის რეისზე მგზავრობდა, კადრები ასახა, რომელზეც ჩანს როგორ მოხვდა თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში.

ტურბულენტურ ზონაში შესვლის დროს, როგორც ჩანს, მგზავრების ნაწილს უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა, რყევების დროს ისინი  დაშავდნენ.

ევრონიუსის ცნობით, ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად სულ 10 მგზავრია დაშავებული.

ვიდეოში ჩანს, რომ მგზავრების ნაწილი პანიკაშია, ისინი ტირიან და ლოცულობენ.

ამ ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი 20 წუთში უსაფრთხოდ დაეშვა ბაზელის აეროპორტში.