რა იგეგმება ახალი წლის ღამეს თბილისში

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის მერიაში 26 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება დააანონსა. კახა კალაძის თქმით, თბილისში 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ საახალწლო სოფელში ყოველდღე გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი შოუები. მაგალითად, 29 დეკემბერს გაიმართება თბილისის “ბიგ-ბენდის” კონცერტი. 13 იანვარს ნინო ქათამაძის კონცერტი. სულ დაგეგმილია 50 ასეთი ღონისძიება.

რაც შეეხება 31 დეკემბერს, ამ დღეს 23:00 საათიდან დაიწყება გალა-კონცერტი, ხოლო პირველი იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანი ყოველდღიურ რეჟიმში იქნება დატვირთული. მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, მუსიკალური ჯგუფები, ბენდები, ესტრადის სოლო მომღერლები და მოცეკვავეები.

“ხშირად გვწერენ, რატომ არ ტარდება კონცერტი სხვადასხვა რაიონებში – ამის პრეცედენტი შარშან გვქონდა – სამ ლოკაციაზე იყო საახალწლო კონცერტი – ევროპის მოედანი, ვარკეთილი და გლდანი. ყველაზე მეტი რაოდენობა ცენტრში იყო წარმოდგენილი, გლდანში 20 კაცი ესწრებოდა კონცერტს, ვარკეთილში ალბათ ცოტა მეტი”,-თქვა დედაქალაქის მერმა დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას.

კალაძემ მომსახურების ტენდერების გარეშე შესყიდვის მიზეზიც განმარტა.

“1 778 800 ლარი არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვებისთვის, ეს თანხა ძირითადად ორიენტირებულია კრეატიულ ღონისძიებებზე და ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა ტენდერით ვერ მოხდებოდა. ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარს მოიცავს. თუ ვინმე მეტყვის, როგორ შევარჩიო მომღერალი ტენდერით, უკეთესი იქნება. ხმის ტემბრით შევარჩიო?!”