რამე „ნარუშილოვკა“ აქვს პარლამენტში არსიარულზე? – ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძეზე

„რამე „ნარუშილოვკა“ თუ აქვს პარლამენტში არსიარულზე, ესეც გვითხარით“,- ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ არჩილ თალაკვაძეს ჯანდაცვის მინისტრზე საუბრისას.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრებს უნდა მოუწოდოს, რომ რეგლამენტი არ დაარღვიონ.

„ძალიან სამწუხაროა, თქვენ ახლა იმის მაგივრად, რომ მინისტრისთვის მოგეწოდებინათ, რომ რეგლამენტი არ დაარღვიოს, ახლა თქვენ ხელს აფარებთ. ხუმრობით ვიტყვი – რამე „ნარუშილოვკა“ თუ აქვს პარლამენტში არსიარულზე, ესეც გვითხარით. მე მაინც მოგიწოდებთ დაფიქრდეთ და მოუწოდოთ მინისტრებს, რომ რეგლამენტი არ დაარღვიონ“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.