რატომ იცინოდა 20 ივნისის კადრების გაშვებისას მაია ცქიტიშვილი- მინისტრობის კანდიდატის განმარტება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს  მაია ცქიტიშვილს ჟურნალისტებთან განმარტების გაკეთება მოუწია დღეს პარლამენტში 20 ივნისის კადრების ხილვის დროს მის რეაქციასთან დაკავშირებით. ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მისი ღიმილი კადრებს არ ეხებოდა.

“ჩემი ღიმილი არ ეხებოდა კადრებს, არამედ ოპოზიციის ქმედებას და მათ უნიჭო წარმოდგენას” – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში გიორგი გახარიას მთავრობის მოსმენაზე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომათა დარბაზის მონიტორში  კლიპი “გახარიას უხარია” გაუშვა, რომელიც 20 ივნისის ღამის მძიმე კადრებს შეიცავს.  მაია ცქიტიშვილი კი მთელი  ამ ხნის განმავლობაში იღიმოდა.