რაულ ხაჯიმბასა და აფხაზურ ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დაიწყო

სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ოპოზიციასთან შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტასი“ საზოგადოებრივი პალატის მდივნის დანიელ უბირიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოლაპარაკებები დაიწყო და მიმდინარეობს“, – განაცხადა უბირიამ და დასძინა, რომ საზოგადოებრივ პალატას მოლაპარაკებებში შუამავლის სტატუსი აქვს.

მას არ დაუკონკრეტებია, ოპოზიციიდან ვინ მონაწილეობს დღევანდელ მოლაპარაკებებში.