“რეზოლუციის ტექსტი, რომელიც არსებობს არის უმძიმესი განაჩენი ხელისუფლებისთვის“–სამადაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი გადაცემაში ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარების მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე საუბრობს.

სამადაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში შეშფოთებამ პიკს მიაღწია, მისივე თქმით, რეზოლუციის ფორმატი საქართველოს ხელისუფლებისთვის არის უმძიმესი განაჩენი.

„ევროპარლამენტში შეშფოთებამ მიაღწია პიკს საქართველოში შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში და ევროპარლამენტი დღეს თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება არის გადაუდებელი აუცილებლობა. რეზოლუციის ფორმატი, რაც ახლა მუშავდება არის საგანგებო რეჟიმი, რომელზეც ევროპარლამენტი გადადის, ის გადადის მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ხდება ამა თუ იმ პარტნიორ ქვეყანაში, ამიტომ თავად ფაქტი და ტექსტი, რომელიც არსებობს რეზოლუციის არის უმძიმესი განაჩენი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის “,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბრიუსელში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკური ოპოზიციის დაკავების, პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის გამო, ევროპარლამენტართა ნაწილი შესწორებებით მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. საქართველოს თემაზე რეზოლუცია 12 მარტს უნდა დამტკიცდეს.