შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.