“როცა არჩევნებით ვერ უშვებ ხელისუფლებას, უნდა გაუშვა რევოლუციით” – გუბაზ სანიკიძე

“როცა არჩევნებით ვერ უშვებ ხელისუფლებას, უნდა გაუშვა რევოლუციით” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “არჩევანში”.

„მე არ მაქვს დიდი იმედები, რომ ივანიშვილი დათმობს ამას იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის წაგება არჩევნების პირადი ტრაგედიაა. რაღაცები აქვს ისეთი გაფუჭებული, რომ მისთვის წარმოადგენს პირად საფრთხეს. მე მგონია ასე, რომ გვაწვალებს, გვატარებს. რამდენიმე თვე გაიწელება და მერე ჩაატარებს პარლამენტში კენჭისყრას, იქ მაჟორიტარები ყოველთვის ჰყავს და მაჟორიტარების ინტერესები ცალკე არის და ჩააგდებენ ამ ამბავს…ივანიშვილმა თუ გადაგვაგდო რას ვშვრებით მაშინ? მე მაქვს პასუხი ძალიან მარტივი. როცა არჩევნებით ვერ უშვებ ხელისუფლებას, უნდა გაუშვა რევოლუციით,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.