როდესაც სახელმწიფოს უჭირს ან არ აქვს რესურსი, იქ გვევლინება ,,ქართუ”- ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ,, ფონდი ქართუ” სახელმწიფოს დამზღვევის ფუნქციას ასრულებს.

ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ,,ქართუსგან” შესაძლო დახმარება არანაირი თანხით არ არის შეზღუდული.

,,ფონდი ქართუ” რეალურად იმ ფუნქციას ასრულებს, რომ არის პრაქტიკულად დამზღვევი სახელმწიფოსი. როდესაც სახელმწიფოს უჭირს ან სახლემწიფოს არ აქვს რესურსი, იქ გვევლინება ქართუ…

დღესაც თქვენ ნახეთ, რომ ეს შესაძლო დახმარება არ არის არანაირი თანხით შეზღუდული. ქართუ ფონდიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სრული მხარდაჭერის მზაობაა”,- განაცხადა ცქიტიშვილმა ბრიფინგზე.

დღეს ,,ფონდმა ქართუმ” მზადყოფნა გამოთქვა, კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფოს თანხა გამოუყოს.