როგორ გამოიყურება ბათუმის საფეხბურთო სტადიონი გარე განათების დამონტაჟების შემდეგ (ფოტოები)

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათება დამონტაჟდა. ამჟამად განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურად მოწმდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს.

,,განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა”,- წერია ფედერაციის განცხადებაში.

ნახეთ ფოტოები: {{PHOTOGALLERY}}