როგორ შეიძლება დავსაჯოთ პუტინი უკრაინის გამო


სარედაქციო სტატია 

27/11/2018

{{ARTICLEIMAGE}}

შაბათ–კვირას რუსეთის შეტევამ უკრაინის წინააღმდეგ დაძაბულობის არსებითი ესკალაცია გამოიწვია. რუსული დროშით მოქმედმი რუსი სამხედროები ღიად დაესხნენ თავს თავის დასავლელ მეზობელს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა, სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ “რუსეთის აგრესიული ქმედებები“ დაგმო. მკაცრი რიტორიკა კარგია, თუმცა ამ სიტუაციაში აუცილებელია კონკრეტული მოქმედებები, განსაკუთრებით  ევროპისა და აშშ–ს თანამშრომლობა და ერთობლივი ქმედებები.

პირველ რიგში რუსეთს საერთაშორისო პატივისცემაზე უნდა ეთქვას უარი, რისკენაც ის მიისწრფვის. დიდი ოცეულის სამიტი არგენტინაში კი კარგ შესაძლებლობას იძლევა რუსეთის ლიდერის იზოლაციისთვის. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გადადოს, სანამ რუსეთი კეთილი ნების ჟესტს არ გააკეთებს და მაგალითად ქერჩის სრუტეში რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს. ასეთი ზომა ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე პირადი შარმი, რომლის გამოყენების იმედი აქვს ტრამპს პუტინის წინააღმდეგ.

რუსულ ეკონომიკას კიდევ ერთი სუსტი წერტილი აქვს, რომლის გამოყენება დასავლეთს შეუძლია. კონგრესი ახალ ფინანსურ სანქციებს და სადამსჯელო ზომებს განიხილავს მსხვილი რუსული ბანკის წინააღმდეგ და  რუსულ სახელმწიფო ობლიგაციებში ამერიკული ინვესტიციის ჩადების აკრძალვას გეგმავს. ასეთი ზომები პუტინის რეჟიმზე დაწოლას გააძლიერებს.

მსგავსი სანქციები უკეთეს შედეგს გამოიღებს, თუ მათ ევროპასთან ურთიერთთანამშრომლობით გაატარებენ.  ძნელი იქნება ახალ ზომებზე ისეთი ქვეყნების დათანხმება, როგორებიცაა იტალია და საბერძნეთი. თუმცა ბოლო თვეებში ევროპამ ძველი სამყაროს ქვეყნებში რუსული შპიონაჟის  ახალი მტკიცებულებები მიიღო და ამან წესით ბევრი უნდა ჩააფიქროს.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გერმანია, რადგანაც ბერლინს მოსკოვზე ზემოქმედების მნიშვნელოანი ბერკეტები აქვს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“– ის გაზსადენის პროექტის წყალობით, რომლითაც გაზი რუსეთიდან დასავლეთს უნდა მიეწოდოს. პუტინს იმედი აქვს, რომ ახალი გაზსადენი, რომელმაც ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს, მას ევროპის კისერზე ენერგეტიკული ყულფის შემოჭერის საშუალებას მისცემს  – ერთდროულად უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს სატრანზიტო შემოსავლების გარეშე დატოვებს.

მაგრამ ეს გაზსადენი საჭირო არ არის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აშშ თხევადი  აირის ექსპორტს ზრდის. ახლა ზუსტად კარგი დროა იმისათვის, რომ ანგელა მერკელი ამ საკითხს მთავრობის დონეზე დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის წინააღმდეგ დღეს მწვანეთა პარტიის ლიდერები გამოდიან, რომელიც გერმანიაში გარკვეული თვალსაზრისით სიდიდით მეორე პარტიად იქცა. მწვანეთა ლიდერი, ჯემ ოზდემირი წელს გამოვიდა გაფრთხილებით: “თუ გვინდა პუტინმა სერიოზულად აღგვიქვას, მოდით, უბრალოდ შევაჩეროთ ბალტიური მილსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი 2““.

ნატომ უშუალოდ არ უნდა დაიცვას უკრაინია, რომელიც ეს ქვეყანა ალიანსის წევრი არ არის. თუმცა ღირს დაფიქრება შავ ზღვაში სამხედრო ბლოკის წარმომადგენლობის გაძლიერებაზე სოლიდარობის დემონსტრაციის მიზნით.  ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს ასევე შეუძლიათ გაზარდონ  რუსეთის ზარალი აზოვის ზღვაში მისი შემდგომი ქმედებების შემთხვევაში, გადასცენ კიევს დამატებითი ლეტალური იარაღი, როგორიც არის მაგალითად ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.

რუსეთი პრობლემებს არა მხოლოდ უკრაინას უქმნის. უბრალოდ იქ ეს პრობლემები გადაუდებელი ხასიათისაა. პუტინს უნდა თავისი გავლენა ჩრდილოეთის პოლუსიდან აფრიკამდე გაავრცელოს. თუ ცოტახნისწინანდელ მოვლენებზე ქმედითი რეაქცია არ იქნება, რუსეთისგან სულ მალე ახალ შეურაცხყოფას უნდა ველოდოთ.

სტატიის ორიგინალი

www.wsj.com/articles/ways-to-make-putin-pay-for-ukraine-1543365336?mod=searchresults&page=1&pos=1