რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავარაუდოდ, საქართველოში საპარლამენტო არჩვენების შემდეგ მოხდება – ამის შესახებ რუსული გამოცემა ,,იზვესტია” ერთ-ერთ რუს დიპლომატზე დაყრდობით წერს, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ კრემლი საქართველო ხელისუფლებისგან ანტირუსული განწყობის ტალღის შეჩერებას ელოდება.
“როგორც მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში ავიამიმოსვლა არ აღდება. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არ მოხდება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2020 წლის ოქტომებრში იგეგმება. სახელმწიფო დონეზე უნდა შეწყდეს ანტირუსული პოლიტიკა. ამის გარეშე ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას რუსეთის მოქალაქეებს, ეწვიონ საქართველოს.საზოგადოება გახურებულია და მხოლოდ დანაკარგის გრძნობამ შეიძლება ის დაამშვიდოს. მხოლოდ მაშინ, როდესაც იგრძნობენ, რომ რაც მოხდა, მათ ჯიბეზე აისახა, ისინი იმედია აიძულებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიიღონ კონკრეტული ზომები, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიტანოს დასკვნები და გააუქმოს მორატორიუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ. მათ ამის გაკეთება ჯერ არ სურთ. როგორც ჩანს, დარტყმა არ იყო შესაბამისად ძლიერი. – განუცხადა “იზვესტიას” დუმის დსთ–ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოზე საუბრისას.