Google-ის წინააღმდეგ საქმე რუსეთში 26 ნოემბერს დაიწყეს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ინტერნეტის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ „როსკომნადზორმა“ ინფორმაციის კანონის შესახებ არაერთი დარღვევისთვის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას, GOOGLE-ს სანქციას უწესებს.
ინფორმაციის შესახებ კანონის მიხედვით, საძიებო სისტემამ მომხმარებელს არ უნდა აჩვენოს „როსკომნადზორის“ მიერ დაბლოკი ვებგვერდები, სპეცსამსახურებს მომხმარებლების მიმოწერები, რათა არ მოხდეს მათი გაშიფვრა და ასევე რუსეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემები მხოლოდ რუსეთის სერვერებზე უნდა შეინახონ.
მრავალი გიგანტი კომპანია, Facebook, Telegram და Google, არ ასრულებენ „როსკომნადზორის“ კანონს. თუ ისინი კვლავაც არ შეასრულებენ დადგენილ მოთხოვნებს ჯარიმა შესაძლოა 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. ამასთან რუსეთს დარჩება უფლება დაბოლოკოს კომპანიების ვებგვერდები.